|
2023-12-27 23:39:44, 733 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ხალხის ძალის“ განცხადებებზე - ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა რა ხდებოდა და როგორი სიმართლე უთქვამთ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები და ის განცხადებები შეაფასა, რომელიც თავის დროზე „ხალხის ძალა“ აცხადებდა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალამ“ ბევრი არაპოპულარული განცხადება გააკეთა, თუმცა ამ განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ. „ხალხის ძალა“ რომ ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს, რაღაც-რაღაცებს რომ ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ რომ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში, რომ „არ გვინდა“, განსხვავება იცით რა იყო? -მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ, რომ-არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხომ მართლები აღმოჩნდნენ და ხომ გაჭრეს ყინული კარგი გაგებით და ბევრი ისეთი რაღაცები ილაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ. ამ ხალხს ეს ხომ უნდა დავუფასოთ, რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს და დღევანდელი გადასახედიდან, გადავახვიოთ და მოვუსმინოთ რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცაში შეიძლება დღემდე არ ვეთანხმებოდე, ოღონდ შინაარსში კი არა, არ ვეთანხმებოდე იმაში, რომ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ერთი-ერთში მაშინ, ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, თურმე რა ხდებოდა იმ დროს და როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა იყო ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)