|
2023-12-27 16:17:23, 587 ნახვა
საზოგადოება
ბაკურ აბულაძე - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც საქართველოს პროკურატურის, ასევე ყველა სხვა სამართალდამცავი უწყებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. აბულაძის თქმით, 2022 წლის ივნისში, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სპეციალიზირებული დანაყოფი - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითადი მიზანია გამოავლინოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების ფაქტები, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ბაკურ აბულაძემ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და დაკავშირებული საჭირო ტექნიკით აღჭურვილ ციფრული ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრული ლაბორატორიის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ახალი მიდგომის დანერგვა დაიწყო. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას კიბერდანაშაულის მიმართულებით პროფესიონალთა კვალიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროკურატურა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომლების ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგში, კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაში. მისივე თქმით, სასწავლო ღონისძიებების განხორციელებისას განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტის გაძლიერება. ამ მიზნით 2023 წელს განხორციელდა ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფართომასშტაბიან კონფერენციებს დასწრებოდნენ და გაეზიარებინათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიგნებები და გამოცდილება. როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, კიბერდანაშაულის მიმართულებით პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში აღსანიშნავია აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარე ერთწლიანი სალექციო და პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა. სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული მტკიცებულებების გამოვლენის, შენახვისა და გაანალიზების მიმართულებით. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)