14:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 08:53:32, 1310 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით, 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა და საევაკუაციო მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად, პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა, 2 ​​პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

"რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს. სადგური ევაკუირებულია. ახლა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა.

დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა ინფორმაციას შესაბამისი სამსახურები მოგვაწვდიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics