|
2023-12-24 11:37:43, 663 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგებელმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერიის ცნობით, საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 13 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 160 ძირი მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი. "ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 7 მისამართზე სპორტული მოედნები განთავსდა, მათ შორის, ერთი - ჩინეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით რეაბილიტირდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 161 მისამართზე განახლდა - მოწესრიგდა 77 000 კვ. მ ფართობის გზა. უსაფრთხოების მიზნით, 2023 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 5 მისამართზე მოეწყო. 9 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 190 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 84 ლიფტი. მათ შორის, 19 მისამართზე ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. 59 მისამართზე - სტანდარტული ლიფტი, ხოლო 6-ზე სატვირთო ლიფტი გამოიცვალა. დაზიანებული გადახურვა 33 მისამართზე განახლდა, 12 მისამართზე კი, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. პროექტების ჩამონათვალს სადარბაზოების შიდა სივრცეების გამაგრების სამუშაო დაემატა - 5 მისამართზე რეაბილიტირდა და გამაგრდა დაზიანებული ნაწილები, ე.წ. შიდა აივნები, აღდგა არსებული ნაპრალები და სხვა პრობლემური მონაკვეთები. შვიდ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა. ოთხ მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალები რეაბილიტირდა. ამხანაგობებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - წყალარინების შიდა ქსელების განახლებაა. მიმდინარე წელს წყალარინების 21 ქსელი განახლდა. გარდა ამისა, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისთვის 3 320 800 ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, ხუთი სპორტული ტურნირი, სამი საბავშვო და კულტურული ღონისძიება და ერთი ინტელექტუალური თამაში დაფინანსდა. ვაკის რაიონის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე, რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)