|
2023-12-22 17:21:22, 840 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან 2023 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა
22 დეკემბერს, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა - 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ. როგორც მან აღნიშნა, უწყების მიზანია, გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს ნდობის მაღალ ხარისხს, მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო პასუხისმგებლობას. მისი თქმით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები მუდმივი ხასიათის იქნება და მომავალში სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც აქტიურად გაიმართება. "უწყების მიერ, შემუშავდა მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიური ხასიათის შეხვედრების გამართვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თქვენთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციას, როგორც საკანონმდებლო თუ პროცედურულ საკითხებზე ინფორმაციის გამჭვირვალობის, ასევე თქვენი მხრიდან აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრებისთვის იგეგმება ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომელიც იქნება ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ თვალი ადევნოთ შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, არამედ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები. მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან ვიზეიმეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღე. შემოსავლების სამსახურმა, ამ საპასუხისმგებლო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს", - განაცხადა ლევან კაკავამ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, პაატა კილაძე, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)