10:07 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 20:04:37, 710 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - სხვადასხვა ღონისძიებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი და შემცირდება ჯიბიდან გადახდები

5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში, ყველა იმ ძირითად ქრონიკულ და სხვა წამლებს მოიცავს, რომელიც დღეს, ბაზარზე ბრუნავს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება,  მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა  და  შემცირდება ჯიბიდან გადახდები.

„რეფორმების პროცესს, ბუნებრივია, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც თავის მხრივ, იმპორტიორ ქვეყნებსა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული.

რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და თურქულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს, რომელზეც კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა და შედეგები, საზოგადოებისთვის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საერთო ჯამში, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა, 350 მილიონი ლარი დაზოგეს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics