|
2023-12-19 16:26:28, 927 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია ანტიკორუფციულ ბიუროზე - არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს
არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს შეეხება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება დიდწილად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელშია". "2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ დებულებებზე. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია კანონის ახალი დებულებების სხვადასხვა დადებითი მახასიათებელი, კერძოდ ის, რომ ანტიკორუფციულ ბიურო ჩამოყალიბდა როგორც ცალკე სტრუქტურა, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს. დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის გასაზრდელად და შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ვენეციის კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენს: კანონი შეიცვალოს, რათა ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობაზე მეტს) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე - ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია. "კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს ამ კუთხით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციას, კერძოდ, "მოვალეობის შეუსრულებლობის" საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს/ განისაზღვროს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუსაბამობის შესახებ", - წერია დოკუმენტში. გარდა ამისა, კომისია 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვის შესახებ რეკომენდაციას იძლევა, კერძოდ:
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)