17:28 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 14:28:32, 722 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის მერი პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენაზე - შეცდომა მოუვიდა გუნდს - ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, - ასე გამოეხმაურა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს.

ჩიქოვანის თქმით, მომხდარი როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლის, ასევე მისი პასუხისმგებლობაცაა.

"ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.

როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო - თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ. როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები, მაგრამ ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ფაქტს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics