|
2023-12-15 22:24:10, 877 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო
საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ქვია. ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანათებთ ჩვენს ჯადოსნურ, ულამაზეს დედაქალაქს, ვანთებთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს და ეს არ არის უბრალოდ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა. ჯადოსნურ შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია, და მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების წამყვანები იყვნენ ლევან ხურცია და ნანიკო ხაზარაძე.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)