|
2023-12-15 14:47:08, 1005 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება,- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "რეგიონში თავისი დროშა ევროკავშირმა აწია". "მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა. ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის",- წერს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)