|
2023-12-15 12:17:31, 690 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა
ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ეს არის შეუქცევადი პროცესი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის, - ასე ულოცავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ოთარ შამუგიას მილოცვას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი. მადლობას ვუხდი ყველას - ქართველ ხალხს, საქართველოს სახელისუფლებო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდ სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის“, - აცხადებს შამუგია, რომლის მილოცვის ტექსტსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)