|
2023-12-15 11:24:37, 713 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს - მადლობას იმსახურებთ - ცილისმწამებლური განცხადებებით მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება და იმატებს გამოწვევებიც. ასე რომ, სურვილი ზოგჯერ აჭარბებს შესაძლებლობებს. ხშირია პრობლემები, რომლის წინაშეც სრულიად დაუგეგმავად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუმცა მინდა, თბილისელებს სრულიად გულწრფელად ვუთხრა ერთი რამ - ათასჯერ უფრო ბედნიერი ვართ, როდესაც თქვენი საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება, როდესაც ვახერხებთ ხელი შეგიწყოთ სწავლასა თუ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, გადაგიჭრათ წლობით მოუგვარებელი პრობლემები; როდესაც იგება გზები, ქალაქს ემატება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეაბილიტირდება შენობები, ლამაზდება ქალაქი. არავის ისე არ ახარებს ეს სიახლეები, როგორც ჩვენ. ამ ყველაფრის უკან კი დგას თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი გუნდის ყოველდღიური, 24-საათიანი შრომა. მინდა, თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აქვე, მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს, მათ შორის, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც "თავიანთი განცხადებებით, საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარებიან". კახა კალაძემ მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა და დღეს, 20:00 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაპატიჟა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)