|
2023-12-15 00:05:05, 776 ნახვა
საზოგადოება
მერია - საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. "შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე (ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთა). ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით. 15 დეკემბრის 00:00 საათიდან 10:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე" და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო 10:00 საათიდან, ავტომობილები რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩამდე, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. თავისუფლების მოედნის გადაკეტვის შემთხვევაში, N316, N324, N364, N374, N380, N382, N383, N390 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ ამაღლების ქუჩის N11-მდე და უკან. მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, N301, N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას, N306, N310, N314, N326, N342, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, ამის შემდეგ მტკვრის მარჯვენას სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით. N301,331,N337,N345 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან ჩავლენ იუსტიციის სახლისკენ და იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N305, N309, N325, N344, N350, N359, N371, N393 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბოლო გაჩერებაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში და გადავლენ „კონკის" მხარეს. N320,323,395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან აღარ ავლენ რუსთაველის გამზირზე და მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რის შემდეგაც გადავლენ მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაუკავშირდებიან ხეთაგუროვის ქუჩას. ამის შემდეგ N323 და N395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ დადგენილი სქემით. N320 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს, ამის შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N344, N350, N371 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებენ ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბართაშვილის ხიდის გავლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)