|
2023-12-14 15:00:47, 634 ნახვა
საზოგადოება
უილიამ ტომპსონი - წარმატება, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკითაა განპირობებული
შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ ლიდერია OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის სიაში და ეს რამდენიმე წელია გრძელდება. 2020 წლის შემდეგ სახეზეა მთელი რიგი გაუმჯობესება და ვფიქრობ, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით, - ამის შესახებ OECD-ის გლობალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, უილიამ ტომპსონმა განაცხადა. უილიამ ტომპსონის თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად. „კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველო, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა მიმართულებით ლიდერია და ეს უპირველესი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დიგიტალიზაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებითაა წარმატებული. მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს მთავრობის პოლიტიკის მთავარ მიმართულებად. 2015 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ - წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 23%-ითაა გაზრდილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი წარმოების კიდევ უფრო გასაფართოებლად", - აღნიშნა ტომპსონმა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს. კვლევის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის" შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)