|
2023-12-14 10:16:16, 656 ნახვა
პოლიტიკა
EU საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 14-15 დეკემბერს იმსჯელებს
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობას იწყებს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს, ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოცხადდება. ევროკავშირის სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ, რასაც მინისტრთა საბჭოს მიერ დასკვნის გამოქვეყნება მოჰყვა. დასკვნაში საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ "საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ შემდგომი წინსვლის მიზნით". გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. "ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან უნდა დაიწყოს, ხოლო საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნულია რეზოლუციაში. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)