|
2023-12-13 17:18:46, 1723 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის. რეზოლუციას მხარი 468-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 99 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა. "ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან უნდა დაიწყოს, ხოლო საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნულია რეზოლუციაში. აღსანიშნავია ასევე, რომ ევროპარლამენტარებმა დაგმეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებიც. "ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისათან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს", - ვკითხულობთ რეზოლუციაში. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო უკრაინა და მოლდოვა კი მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)