15:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 16:53:01, 810 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

​3 იანვრიდან, თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ და გახდეს ახალი გამოცდილების ნაწილი. თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.

სპექტაკლში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ვითარდება - ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ.

თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე ძველი თბილისის ცნობილი ისტორიები და პერსონაჟები გაცოცხლდება, მათ შორის: ავაზაკები, ყარაჩოღელები, შობის ანგელოზები და სხვადასხვა გამოგონილი გმირი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge.

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ შეიძინონ ბილეთები. ამასთან, სეზონის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics