|
2023-12-13 13:44:12, 591 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი - ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს მიმართა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ გამოიყენონ ტერმინი - „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის დეპუტატებთან, საგარეო და ევროკავშირის საკითხებზე მომხსენებლებთან: კნუტ აბრაჰამთან (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) და ქრისტიან პეტრისთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია) შეხვედრა გამართეს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის მომავალი გაფართოების პროცესში. "გერმანელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო წარმოადგენს ახალი ევროპული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას. შეხვედრებისას, ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი გერმანიის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოხსენიებული იქნას როგორც „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ბუნდესტაგში არსებულ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დეპუტატებთან და წამყვანი გერმანული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია",- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)