|
2023-12-12 21:19:03, 763 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან კონტრაქტი გააფორმა
„ქართული ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან. ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან. კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის "ფორბსმა" აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო "იერუსალიმ პოსტმა" აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის. მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიყავდა უამრავ გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში. მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო - ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, - განაცხადა მოშე კლუგჰაფტმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)