|
2023-12-12 20:15:20, 697 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას სამარკო ნიშანი ღალატია
გახარიამ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს, ერთი მტკიცებულება მაინც დადოს. პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო, გადადგა და უცებ შემდეგ კორუფცია ატყდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გახარიას განცხადებები არის ტყუილი. „მანამდე ყველაფერი კარგად იყო, არაფორმალური მმართველობა არ იყო, ხალხი ბედნიერი იყო, ბიძინა ივანიშვილი გაწეული იყო და გახარიას ვერაფერს უბედავდა, უცებ, თანამდებობიდან გადადგა თუ არა, არაფორმალური მმართველობა იყო, დაიწყო ფულების დატაცება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან და ქვეყანაში ატყდა ერთი ამბავი. ამ სიგიჟის დაჯერება უნდა ხალხისთვის. ეს პიარული თავხედობაა, თაღლითობაა, ყველაფერს იტყუება. მისი სამარკო ნიშანი ღალატია. კაცმა თავი გადადო იმისთვის, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს. უკვე ვაშაძის დონეზე მივიდა, რომელსაც შუბლის ძარღვი არ აქვს, ნებისმიერ რამეს იტყვის. გახარიაც ამ ფორმაში ჩადგა“, - განაცხადა მდინარაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)