|
2023-12-12 15:13:53, 787 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - მგონი დროა, პროცესებში რეალურად მიიღოთ მონაწილეობა, ან საერთოდ უარი თქვათ პარლამენტზე
გაუგებარია რა უნდა ოპოზიციას და შესაბამისად, ხალხსაც აღარ ესმის თქვენი, რა გინდათ. საუბარი იყო იმაზე, როგორ შევა ისტორიაში „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ ისტორიაში უკვე შევიდა იმიტომ, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მოხდა რატიფიცირება, ვიზა-ლიბერალიზაცია და ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ თქვენ შეხვალთ ისტორიაში, როგორც გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნები, რომელსაც რა უნდათ აღარ ვიცით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბითაძის თქმით, ოპოზიცია საერთოდ არ ადევნებს იმ პროცესებს თვალს, რომლის მონაწილეც საქართველოა. „დღეს, ერთი ორი გამომსვლელისგან ყურში მომხვდა, რომ მათ ისევ ძალიან უნდათ ომის დაწყება, ეს მკაფიოდ იქნა ნათქვამი. თქვენი ასეთი ნარატივი ყოველთვის ხდება იმის მიზეზი, რომ საბოლოო ჯამში ამომრჩეველი თქვენ აღარ გენდობათ. საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე „ქართული ოცნება“ დისტანცირდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ეტყობა არ უყურებთ საინფორმაციოებს, ან მიზანმიმართულად ამახინჯებთ პროცესებს. დღესაც, თქვენი კოლეგა, კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება ბუნდესტაგში, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რამდენიმე დღის წინ ბატონი ირაკლი ბერაია, საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი ერთად იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. საერთოდ არეულები ხართ, თანმიმდევრულობა დაკარგეთ. დღეს მოვისმინეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია, რატომ არ შეიქმნა ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია მაშინ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები ინტერპოლთან ერთად მუშაობენ. „რატომ არ უსმენთ მასწავლებლებს“ - და ამ დღეებში ვისმენთ განცხადებებს, რომ მასწავლებლებს თურმე ხელფასები ემატებათ და ზოგადი განათლების სფეროში გარკვეული რეფორმები იგეგმება, რომელზეც დღეს მინისტრი გააკეთებს განცხადებებს. ასევე, საერთოდ არ ადევნებთ პროცესებს თვალს, რომლის მონაწილე საქართველოა. გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა კლიმატის სამიტის 28-ე კონფერენციაზე, სადაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ჩვენი საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, დეკარბონიზაციასთან მიმართებით და კითხვას რომ სვამთ -„ვერ გავიგეთ რა უნდა ოცნებასო“ იმიტომ ვერ გაიგეთ და იმიტომ ვერ ქმნით დღის წესრიგს, რომ არ ერკვევით საკითხებში. როდესაც ერთ-ერთ ოპოზიციონერს მოვუწოდე, საკითხებში გაერკვიეთქო დედაქალაქის ტრანსპორტთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი სისულელეები ისაუბრა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აღშფოთებაც დაიმსახურა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ დეკლარაციული განცხადებები აკეთოთ, რომელიც არავის აღარ სჯერა, მგონი დროა, პროცესებში რეალურად მიიღოთ მონაწილეობა, ან საერთოდ უარი თქვათ პარლამენტზე და მოსახლეობას პარლამენტიდან კი ნუ ეხვეწებით ხმა მოგვეცითო, არამედ კარგად გაერკვეთ თქვენ რა გინდათ- ომი გინდათ, ევროკავშირში გაწევრიანება გინდათ, თუ საერთოდ გინდათ გაერკვიოთ, რას ნიშნავს თანამედროვე მმართველობითი მექანიზმები“, - განაცხადა ბითაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)