|
2023-12-12 15:04:07, 746 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ში სერიოზული კრიზისია - დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან
კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“. კეზერა და ჭყიპინა როცა ხვდებიან ერთმანეთს კვიპროსში და ეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო განსაკუთრებული, სპეციალური თემა ხდება, მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტია სრულად დეგრადირებულია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის "სერიოზული კრიზისი". მეორე მხრივ, მისი თქმით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ "დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან". „გეგმა არის ასეთი რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ალტერნატიული პარტია. აქ მოიაზრებიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის ეს არის „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება მელია, ანუ ეს გეგმა იკვრება უკვე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს ამ სუბიექტმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები. იმედი აქვთ, რომ ეს ადამიანები 6-7 პროცენტს აიღებენ და ოპოზიციიდან პარლამენტში შევა არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ ამას დემატება მეორე პოლიტიკური პარტია, თუმცა თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ მოვლენებს. მეეჭვება, რომ ამ სუბიექტმა, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტმა ბარიერის გადალახვა შეძლოს“,- განაცხადა კობახიძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)