|
2023-12-11 10:31:30, 932 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის განცხადებით, 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ზურაბიშვილმა აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან. "13 დეკემბერს, 3 დღეში აქ მოვა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი - პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში",- თქვა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)