|
2023-12-10 16:16:05, 934 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას. პაპუაშვილის განცხადებით, შემთხვევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს. "დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გუსლიოსხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა, გულისხობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხირვაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არის მძიმე მდგომარეობა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლები ფიზიურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)