|
2023-12-08 19:03:38, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება
ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. „ეს არის სპეკულაციური განცხადებები, რაც გვესმის ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. თქვენ გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, თუმცა არავითარი კავშირი არავის დაუნახავს ამ ორ საკითხს შორის. წელსაც, არავითარი კავშირი არ არის, ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)