|
2023-12-08 17:33:16, 644 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი - მაქვს იმედი, რომ საზოგადოება მალე იზეიმებს სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას
დასრულდა ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრები და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იყო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ევროპა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშეა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პოზიციური იქნება. „ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, რაც ერთგვარად, ერთი წლის წინ დარღვეულ იქნა. მაშინაც ვიმსახურებდით, მიუხედავად ამისა, დიდი შრომა ჩაიდო, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მივიღოთ სტატუსი. მაქვს იმედი, რომ რამდენიმე დღეში, დეკემბრის შუა რიცხვებში მთელი ჩვენი საზოგადოება იზეიმებს ამ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული სვლა გაგრძელდება. ჩვენ ერთად ვართ და მომავალშიც უფრო გაძლიერდება საქართველოს პოზიციები ევროპაში, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)