|
2023-12-06 16:57:02, 786 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გამოწვევების მიუხედავად, საქართველო უკრაინის მიმართ სრულად სოლიდარულია
როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ. „ეს გამოწვევები დღესაც გვაქვს და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატოს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გარემოში სრულად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით შეხედონ საქართველოს და ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ სოლიდარობის ფონზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ უსაფრთხოების გარემო არ გაუარესდეს და არ გავრისკოთ სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)