|
2023-12-06 14:39:10, 1053 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო, შესაძლოა, რუსეთის „მეგობრული ტურისტული ქვეყნების“ სიას დაემატოს
რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წახალისების შემოღებას დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებზე სპეციალიზებული ტურ-ოპერატორებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სოციალურ-პოლიტიკური გამოცემა Парламентская газета ავრცელებს. Парламентская газета-ს ცნობით, დოკუმენტი რუსეთის დუმის ელექტრონულ ბაზაზე უკვე ატვირთულია და ისეთი ტურისტული პორტალები, როგორიცაა TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ "მეგობრული ქვეყნების" სია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია და მასში დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შედის. "მეგობრული ქვეყნების" სია ასე გამოიყურება: ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და საქართველო. ამავე სიაში შეტანილია დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. გამოცემა წერს, რომ კანონი, სავარაუდოდ, ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)