|
2023-12-06 14:21:35, 623 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ენმ-ზე - არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას. კალაძის თქმით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, გაგრძელდება. ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, რომ დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი. არც ვფიქრობ მაგ თემაზე. ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის. რაღაც ვერ გაინაწილებს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა, არ ვიცი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად და როგორც იქნება, ეს არც მე და ვფიქრობ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს“, - განაცხადა კალაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)