|
2023-12-06 10:39:27, 668 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გაფრენის დარბაზში სრულიად განსხვავებული, აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული კვების ობიექტი AIR FOOD გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტი ბაზარზე პირველია, სადაც ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა. "კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე. კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, კომპანია AIR FOOD-ის დამფუძნებელმა პავლე თავხელიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს. კომპანია ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და კომპანია AIR FOOD-ის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა. ამ მიზნით, აეროპორტის კონცეპტუალური სივრცის ბარის ნაწილში, პირველად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოების ღვინოები, მცირე ზომის მარნები, რომლებსაც სხვადასხვა (ბაიას ღვინო მირიან იოსებაშვილის მარანი, შატო ვარციხე, ვინოტელი, ოტიას ეზო), ასევე ქართული ნუგბარი - „გორდული“ და ქართული ნატურალური ლიმონათი - Re-Fresh. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. სახელწოდებიდან გამომდინარე, კომპანია სამომავლოდ გაფართოებას საქართველოს სხვა აეროპორტებშიც გეგმავს",- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)