|
2023-12-05 17:27:07, 549 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი - დავალებაა, რომელსაც კეზერაშვილი ასრულებს
„ნაცმოძრაობა“ იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის ის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“ „შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ძირითადად ეს არის ის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა ეს პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის. „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელი პარტიებისგან შედგება საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. ნაცვლად იმისა, რომ მან დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს უბრალოდ დავალებას“, - განაცხადა კობახიძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)