19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:53:31, 1506 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის

ყირიმის დეოკუპაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დონბასის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი განმარტავს, ყველაზე რთული საკითხი არა ტერიტორიების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას უკავშირდება.

„შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტერიტორიები მოსახლეობაზე უფრო ადრე დავიბრუნოთ. დონბასი რომ ავიღოთ, იქ უკვე 10 წელია, ადამიანები სხვა განზომილებაში ცხოვრობენ, ამიტომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩემი აზრით, დონბასის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. პარტნიორები მეუბნებოდნენ, რომ ყირიმის დაბრუნება თითქმის შეუძლებელი, ხოლო დონბასის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, თუ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ტერიტორიები ხომ ხალხთან ერთად ბრუნდება, თუ ამ ადამიანებს არ სურთ - პროცესი ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics