|
2023-11-28 13:59:02, 615 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - წელს ოთხი ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს და არც ერთი თქვენი მხარდაჭერა არ არის დაფიქსირებული
სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური განცხადებები იწყება რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერებით, სადაც ყოველი მეორე სიტყვა არის რუსეთი. დღეს ახალი ამბები გავიგეთ, თურმე, ჩვენი კოლეგები ყოველ დილით ეცნობიან რუსულ პროპაგანდას, რუსულ პრესას და არ ეცნობიან ქართულ პრესას, სადაც ევროკავშირის ელჩი ამ დილით ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ელვისებურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ახლა უკვე 9 ნაბიჯი აღასრულოს, სადაც მესამე პუნქტად წერია, რომ ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს იმ კანონმდებლობის განხილვაში, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან გვაახლოებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბითაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჰიდროელექტროსადგურები და წყალმომარაგების ობიექტები გაიყიდა. „კოლეგებო გეტყვით, რომ მარტო წელს სრულიად ოთხი ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს, სადაც დადებითი შეფასება მივიღეთ და არც ერთი თქვენი მხარდაჭერა, ხმის მიცემა არ არის დაფიქსირებული. ეს იმიტომ, რომ მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით. ისევე, როგორც ბრიუსელში, ევრონესტზე ყოფნის დროს მოვისმინე თქვენგან ინფორმაცია, რომ თურმე საქართველო უფრო და უფრო ენერგო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ამასთან დაკავშირებითაც შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიყიდა ჰიდროელექტროსადგურები, გაიყიდა წყალმომარაგების ობიექტები, გაიყიდა მათ შორის, „თელასი“, გადაეცა რუსეთს, იმ ქვეყანას თქვენ რომ ასე გიყვართ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას დაუჭირეთ მხარი და ჩვენი ხელისუფლების დროს ევროკავშირთან ვაჭრობა დავიწყეთ, ახლა ენერგეტიკული გაერთიანების წევრები ვართ, ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და ევროკავშირთან ენერგეტიკულ კავშირებს ვამყარებთ, მათ შორის, წყალქვეშა კაბელის კუთხით. თქვენ კიდევ იგონებთ რაღაც მანიფესტებს და საქართველოს დაქცევის აქტებს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)