20:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 12:37:16, 1635 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინას უნდა მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება, ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება

უკრაინას უნდა მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება, ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პაველის თქმით, თუ დასავლეთი შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება სუვერენიტეტისა და საზღვრებზე კონტროლის აღდგენის ამოცანის შესასრულებლად. ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება“,- აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი. 

პაველი დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვება გააძლიერებს აზრს, რომ სხვა რეჟიმებს შეუძლიათ ძალის გამოყენებით მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და რომ მათ შეუძლიათ დაეყრდნონ დასავლური დემოკრატიების სისუსტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics