|
2023-11-27 20:14:13, 647 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა. კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. "შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც. სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)