15:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 12:22:48, 847 ნახვა

მსოფლიო
AP - ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, გამტაცებლებმა აშშ-ის მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს

ტანკერი, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს, გამტაცებლები კი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოთხოვნის შემდეგ გამტაცებლებმა გემი დატოვეს და ნავით გაქცევა სცადეს, თუმცა მათ ამერიკული გამანადგურებელი აედევნა და საბოლოოდ ჩაბარდნენ.

"ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და გაქცევა პატარა ნავით სცადა. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ", - აცხადებენ აშშ-ის სამხედრო ცენტრალურ სარდლობაში.

Associated Press-ის ცნობით, ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ტანკერი იემენთან 25 ნოემბერს გაიტაცეს. მასზე კი ეკიპაჟის 22 წევრი, მათ შორის საქართველოს, ბულგარეთის, ინდოეთის, ფილიპინების, რუსეთის და ვიეტნამის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics