|
2023-11-24 16:08:51, 750 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მთლიანად ვეთანხმები მანიფესტის ტექსტს - ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე
მთლიანად ვეთანხმები მანიფესტის ტექსტს. საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოება და იმ ხალხის დაბრუნება, რომელთაც პარტიის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, არჩეული ორგანოები ლეგიტიმურია, მაგრამ მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის, საჭიროა, პოლიტსაბჭოს გაფართოება. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე. "გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის. უმაგრესი გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვების. რაც შეეხება მანიფესტს, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის, საჭიროა, პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით "ნაცმოძრაობის" წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ. მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)