06:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 13:40:54, 592 ნახვა

საზოგადოება
შსს - 112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში, "ერთი ფანჯრის" პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება.

"მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა და 112-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს.

112-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. აღნიშნული სერვისის დანერგვის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics