20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 21:32:15, 1664 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინისათვის წარმატების მისაღწევად საჭირო იარაღის მიწოდება ფერხდება და საჭირო დონეს არ აღწევს

უკრაინისათვის ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად საჭირო იარაღის მიწოდება ფერხდება და არ აღწევს საჭირო დონეს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პაველის თქმით, კონტრშეტევის მომზადებაში დახარჯულმა დრომ რუსებს საშუალება მისცა ძალიან კარგად მომზადებულიყვნენ შეტევისთვის და აღნიშნა, რომ კონტრშეტევა ისე არ ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო.

"ეს არ არის საუკეთესო საწყისი წერტილი რთული ზამთრის გადასატანად და მტრის წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, რომელმაც გამოიყენა დრო, გამოიტანა დასკვნები, გაზარდა სამხედრო წარმოება, გააძლიერა სამხედრო წარმოების გეგმები და დღეს შეუძლია უკრაინაში იმდენი ან მეტი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ [უკრაინას] დასავლეთიდან", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics