21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 17:34:46, 1463 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა დათმობას არ აპირებს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა არ აპირებს დანებებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინელი ხალხის მაღალ მოტივაციაზე, მონდომებასა და გამარჯვების რწმენაზე ისაუბრა.

„რატომღაც ადამიანებს აქვთ დამოკიდებულება, როგორც ფილმთან და ელოდებიან, რომ არ იქნება ხანგრძლივი პაუზები მოვლენებში, სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, იქნება სიურპრიზები ყოველდღე, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის ეს ფილმი არ არის. ეს არის ჩვენი ცხოვრება. რთული სამუშაოა ყოველდღე. ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics