22:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 01:20:51, 980 ნახვა

სამართალი
სასამართლომ რაჭის ტყეების ლიცენზიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რაჭის ტყეების ლიცენზიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, მათ შორის მოძრაობა რიონის ხეობის დამცველთა ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი 29 ნოემბრისთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება, რადგან საჭირო იყო მტკიცებულებების შეგროვება და დაცვის სტრატეგიის დაგეგმვა. შესაბამისად, უნდა მოგვცეს საშუალება, წარმოვაჩინოთ დაცვის ხაზი ისე, როგორც გვინდა,“ - განაცხადა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რომელიც 19 ნოემბერს არ იყო წარმოდგენილი - არანაირი ფაქტობრივი გარემოება. დაცვის მხარე აპირებს სასამართლოს წარუდგინოს მოწმეების ვიდეო მტკიცებულება, რომელიც, ქობესაშვილის თქმით, შეძლებს დაამტკიცოს, რომ კანონდარღვევა არ ყოფილა.

„ეს იყო ჩვეული შეზღუდვა სიტყვისა და აზრის გამოხატვაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

18 ნოემბერს რიონის ხეობის დამცველებმა გადაწყვიტეს რაჭის ტყეების გაყიდვის ლიცენზიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რაჭიდან თბილისში გადმოეტარებინათ, რათა გაეცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გადაეცა კონკრეტულ პირს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელს რეალურად ფარულად. რაჭის ტყეების ტერიტორიის ფლობის ლიცენზია 49 წლის ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics