|
2023-11-17 21:21:20, 633 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ექსპერტის მონაწილეობით ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად „ფოსტის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს
კანონპროექტი „ფოსტის შესახებ" სრულად ესადაგება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და იმ მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს ფოსტის საქმიანობას ევროკავშირში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის ექსპერტი ალესანდრა ფრატინი. ექსპერტის განცხადებით, კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს საფოსტო და ამანათების მომსახურებას. „განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. უნდა ვთქვა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონთან" - აღნიშნა ფრატინიმ. მისივე თქმით, კანონის ძირითადი ნაწილი ეხება სერვისის მიმწოდებლის დანიშნულების დეტალებს, საფოსტო სექტორის მარეგულირებლის დაფინანსების რეგულირების საფასურის დადგენას და უნივერსალური მომსახურების არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დაფინანსების მექანიზმის ჩამოყალიბებას. "ექსპერტის შეფასებით, ეს არის ფინანსური მექანიზმი, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო ბიუჯეტს და თუ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დასაფარად, შეიქმნება და ამოქმედდება საკომპენსაციო ფონდი, რომელიც შეივსება იმ ოპერატორების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას უნივერსალური სერვისების ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების და ძირითადი პრინციპების დადგენას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საფოსტო ქსელის მეშვეობით გაცვლილი მონაცემების და გზავნილის უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვას, მეწარმეობის, კონკურენციის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვას, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას და ა.შ. კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, გურამ გურამიშვილთან, ალესანდრა ფრატინისთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ყუბუსიძე და შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)