|
2023-11-16 13:31:54, 836 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ს 20% აქვს რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის - მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულია
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20% აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება, კობახიძემ თქვა: „სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში. მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, ეს არის ჩვენი პოზიცია. სააკაშვილს დაასახელებენ, ხაბეიშვილს თუ კეზერაშვილს, თუ ვინმე სხვას, მათი რეიტინგი ისედაც ქვემოთ ჩამოდის და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა“.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)