|
2023-11-14 10:59:09, 607 ნახვა
საზოგადოება
აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ და მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი ბუხრაშვილთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაბა აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები დაათვალიერეს და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების შენობებში საქმიანობის გაგრძელება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, აბასთუმანში პოლიციის შენობა ამ დრომდე, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ხოლო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძველ შენობაში იყო განთავსებული. "პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანს, 12 სოფელსა და 4000 მდე მოქალაქეს მოემსახურებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს, რომელიც გათვლილია 35-40 თანამშრომელზე, სადაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო და ამოცნობის ოთახები. ახალ შენობებში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. პოლიციას ჰყავს ელექტრომობილები და შენობებიც აღიჭურვა. ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)