19:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 09:26:38, 817 ნახვა

მსოფლიო
ჯანმო - ღაზას უდიდესმა საავადმყოფომ, ალ-შიფამ ფუნქციონირება შეწყვიტა

ღაზას უდიდესმა საავადმყოფომ, ალ-შიფამ ფუნქციონირება შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საავადმყოფოში მძიმე ვითარებაა, ელექტროენერგია თითქმის სრულადაა გათიშული და საკვებისა და წყლის დეფიციტია.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მუდმივმა დაბომბვამ გარემოებები გაამწვავა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედროები მზად არიან, რომ ათობით ახალშობილის ევაკუაცია განახორციელონ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics