21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 12:05:45, 864 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2-ის ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 3 ადამიანი - ეკიპაჟის 2 წევრი და ერთი მგზავრი იმყოფება.

თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და უკანაც ამ ადგილზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.

როგორც გამოცემა ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, დაწყებულია თვითმფრინავის ძებნა. 

"იგივე მარშრუტზე აფრინდა Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებიან",- აცხადებენ ოპერატიულ სამსახურებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics