|
2023-11-10 11:12:49, 978 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური - გულრიფშის რაიონში დივერსიული ჯგუფის ყოფნა არ დადასტურდა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში დივერსიული ჯგუფის ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. "აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 8-9 ნოემბერს განახორციელა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც გულრიფშის რაიონში, აზანტას დასახლებასთან, შეიაღებული პირების არსებობაზე ოპერატიულ ინფორმაციას ამოწმებდა. გადაიკეტა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები და დაზვერვა. განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ დადასტურდა",- ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 9 ნოემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდებოდა. უფრო ადრე, 8 ნოემბერს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ "უსაფრთხოების ძალები" გულრიფშის რაიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებდნენ მას შემდეგ, რაც სოფელ აზანტას მახლობლად, ადგილობრივმა მონადირეებმა "ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე", 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)