|
2023-11-08 09:56:42, 841 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, როდესაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ შეასრულა
მეორე დღეა, დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები. წესით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა ვხსნიდეთ, რუსები რომ არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სამადაშვილის განცხადებით, ევროპული მომავლისთვის მსჯელობა, სავარაუდოდ, პოზიტიური სიგნალით სრულდება. "მეორე დღეა, დახურულ კარს მიღმა ევროკომისია მსჯელობს, როგორ დაწეროს დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს შანსს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები. განიხილავდნენ, რომ საერთოდ არ გაეცათ არანაირი რეკომენდაცია - არც სტატუსის მინიჭებაზე და არც გადადებაზე, წევრი ქვეყნებისთვის მიენდოთ გადაწყვეტილება. ამის უფლებას კი, ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება არ აძლევს - ევროკომისიამ თუ ‘მომწვანო’ შუქი მაინც არ მისცა, წევრი ქვეყნები ვერ გასცემენ დადებით პასუხს. ორი დღის მსჯელობა და ხელისუფლების გამოკლებით მთელი ქვეყნის თავდადება ევროპული მომავლისთვის, სავარაუდოდ, სრულდება პოზიტიური სიგნალით. იმედი მაქვს, რომ პირობითი ფორმით, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გაიცემა. დაველოდოთ ევროკომისიის ანგარიშს, მე მას ევროპარლამენტში მოვისმენ, საქართველოს გულშემატკივრებთან ერთად. წესით, მოლაპარაკებებს უნდა ვხსნიდეთ გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსები რომ არ გვყოლოდა ქვეყნის სათავეში", - წერს სამადაშვილი. ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანგარიშში განიხილება, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)