|
2023-11-07 13:06:57, 862 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - EU კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის გატაცებას
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის გატაცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ბორელის თქმით, რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოა. "ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის გატაცებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის. რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", უკანონოა", - წერს ბორელი. ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)