|
2023-11-07 09:59:55, 854 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს
საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს. კრამონის თქმით, ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. "რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს", - წერს კრამონი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)